შინაარსზე გადასვლა

თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი — მდებარეობს თელ-ავივში, ისრაელი. იგი დაარსდა 1932 წელს, კორპუსში, რომელიც თელ-ავივის პირველი მერის, მეირ დიზენგოფის საცხოვრებელი იყო. ჰელენა რუბინშტეინის პავილიონი თანამედროვე ხელოვნებისთვის გაიხსნა 1959 წელს. მუზეუმი გადავიდა ამჟამინდელ ადგილას, 1971 წელს კინგ საულის გამზირზე. 1999 წელს კიდევ ერთი ფრთა დაემატა და შეიქმნა მუზეუმის სკულპტურული ბაღი. მუზეუმში ასევე განთავსებულია "ჯოზეფ და რებეკა მეიერჰოფის ხელოვნების განათლების ცენტრი", რომელიც გაიხსნილია 1988 წლიდან. აღნიშნულ მუზეუმში დაცულია კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების, განსაკუთრებით ისრაელის ხელოვნების, ქანდაკებების და უძვირფასესი ყოვლისმომცველი კოლექცია.

პრესტონ სკოტ კოენის მიერ შექმნილი უნიკალური ფასადი გეომეტრიული ფორმის ფილების განლაგების შესანიშნავი ნიმუშია და ის თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. აქ ის 457 ფილა იდეალურადაა მორგებული დაახლოებით 27 მეტრიან სპირალისებურ გალერეაზე, რომელშიც ისრაელის თანამედროვე და კონცეპტუალური ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექციაა გამოფენილი. აღნიშნული კოლექცია უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაშია შეკრებილი და აერთიანებს ებრაული ხელოვნების მრავალფეროვან პალიტრას, ასევე, ევროპელ მხატვართა შემოქმედებას რენესანსიდან თანამედროვეობამდე; მათ შორისაა იმპრესიონიზმის გამორჩეულად საინტერესო ნიმუშები და თანამედროვე ამერიკელ ავტორთა ნამუშევრები, 20 ათასზე მეტი გრავიურა და ნახატი. აღნიშნული მუზეუმის შენობის წინ მდებარე ფართო უშუალოდ ამ მოედანს კი გასაოცარი და მაღალი დონის მონუმენტური ქანდაკებები ამშვენებს.

მუზეუმის კოლექცია წარმოადგენს XX საუკუნის პირველი ნახევრის ზოგიერთ წამყვან მხატვარს და ამ პერიოდის თანამედროვე ხელოვნების ბევრ მნიშვნელოვან მიმდინარეობის ნიმუშებს, მათ შორის: გერმანული ექსპრესიონიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, რუსული კონსტრუქტივიზმი, სიურრეალიზმი, ფრანგული ხელოვნება, იმპრესიონისტებისა და პოსტ-იმპრესიონისტების პარიზის სკოლას. აქ არის დაცული პაბლო პიკასოს ძირითადი ნამუშევრები ნეო – კლასიკური პერიოდიდან გვიან პერიოდამდე.

1989 წელს ამერიკელმა მხატვარმა როი ლიხტენშტეინმა შექმნა გიგანტური ორ პანელიანი ფრესკა განსაკუთრებით თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმისთვის. იგი შესასვლელ ფოიეშია ჩამოკიდებული.

თელ-ავისის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 2019 წლის ნახევარფინალურ ტურს 2019 წლის 28 იანვარს.

2011 წლის ნოემბერში მუზეუმის დასავლეთ მხარეს მდებარე ჰერტა და პოლ ამირის შენობა გაიხსნა. მასში განთავსებულია ისრაელის არქიტექტურის არქივი და ფოტოგრაფიისა და ვიზუალური ხელოვნების ახალი განყოფილება. ახალი შენობა დააპროექტა არქიტექტორმა პრესტონ სკოტ კოენმა.[1] ახალი ფრთა მოიცავს 18,500 კვადრატულ ფუტს გალერეულ სივრცეს ხუთ სართულზე.[2]

ამირის შენობაში ასევე განთავსებულია პასტელი, შესანიშნავი სასადილო რესტორანი, რომელსაც შეფ ჰილელ თავაკული ხელმძღვანელობს. [3][4][5]

ელენა რუბინშტეინის პავილიონი, რომელიც 1959 წელს გაიხსნა ჰაბიმა თეატრის მახლობლად, ამჟამად არის მუზეუმის ფილიალი და ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებას. ფილიალის კურატორი, ქალბატონი ელენე გინტონი, მხატვარი დევიდ გინტონის ცოლი, მოქმედებს მრავალი თანამედროვე ისრაელის მხატვრის ინტერესების გათვალისწინებით და ეხმარება მათ გამოფენების ორგანიზებაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]